საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები; დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჩვენი იდენტობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობის ღერძი და ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია, არის სახელმწიფოსთვის დესტრუქციული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.
საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევიდან 1 708 თბილისში, 313 აჭარაში, 636 კი იმერეთში დაფიქსირდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს, - ინფორმაციას თავად საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
ამჯერად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ტრავესზე ვართ და ველოდებით ჩამოსვლას როდის დავიწყებთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ფიზიკური, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს. ბათუმის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის კომუნალური გადასახადისგან. კერძოდ, წყლისა და დასუფთავების გადასახადისგან. შეღავათები გავრცელდება იმ მეწარმეებზეც, რომელთა ობიექტები დაწესებული შეზღუდვების გამო არ ფუნქციონირებენ.
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის შედეგები, კლინიკურ სასტუმროებში არსებული რესურსები და შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.