საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტება რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „ღამის კურიერში“ გააკეთა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მგზავრებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც პანდემიის გამო ნაწილობრივ ონლაინფორმატში გაიმართა.
პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში, რომლებიც, საახალწლოდ, საშობაოდ და ძველით ახალ წელს გაიმართება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.
თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით, ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო - თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.