15 დეკემბრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (სმს-ით) მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში, – ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო შემოიტანს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო.
მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ მთავრობას ორი მოთხოვნით მიმართა - ხელისუფლებამ დაიდოს ერთწლიანი გეგმა ონლაინ აზარტული თამაშების ეტაპობრივად აკრძალვის შესახებ და შექმნას სარეაბილიტაციო პროგრამა თამაშდამოკიდებული ადამიანებისთვის.
ჩვენ დღეს აქტიური საუბარი გვქონდა იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც საჭიროა, რათა ყველანი ერთად მოვემზადოთ ვაქცინაციის იმ ეტაპისთვის, რომლისთვისაც უკვე სრულიად მსოფლიო ემზადება, რათა როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის ვაქცინა, მაშინვე ქვეყნები იყვნენ მზად, რათა მიიღონ ვაქცინა და განახორციელონ ვაქცინაცია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა არ იკლო და ქვეყანას 3 128 ახალი ინფიცირებული ჰყავს იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ კვირას და სადღესასწაულო დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირეა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას აქვს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი.
კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 504, აჭარაში – 576, იმერეთში – 212,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.