საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90 % არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. „კოვიდსასტუმროებში“ და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა ვირუსი არ გავრცელდეს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.
„ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1 034, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.
დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა. როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდება.
დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ავტობუსების ახალი ქსელი წარუდგინა. პრეზენტაციის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმაში ჩართულ ორგანიზაციებს და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, დედაქალაქში მეტროსადგურების მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.