აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.
„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინებს მიიღებს.
თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნების 22:00 საათიდან დაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინე სივრცეში განთავსდნენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, "კოვიდ19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელომძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.