საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება, რადგან იქ დაცვის ყველა ზომაა მიღებული, რისკებს წინასაარჩევნო კამპანია შეიცავს, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქვემო სამგორში, ბურჯანაძის ქუჩაზე ხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, "კოვიდ19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანია უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, დედაქალაქში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ "FELLERS"-ში იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება და მისი მოწყობისთვის სახსრებს ფონდი „ქართუ“ გაიღებს.
ბევრი მოწოდების მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.