ბოლო წლის გნამავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. ყველას, ვინც მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულითა და უდიდესი ზეიმით აღნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა და აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საახალწლო მილოცვა.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა და გონიერებით, რაც მთავარია, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი 2023 წლის შემობრძანებას.
თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. ჟანრობრივად მრავალფეროვანსაახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის.
85 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ ვეტერანი მოთამაშე, 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა.
31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე, საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.