ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება; სასწავლო პროცესი კი ამ სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
საზოგადოებრივი ცენტრი ასპინძაში იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ გახსნა.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც პენსიონერებზე 200-ლარიანი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეს შეესაბამება.
ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდინფიცირებული მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოსტავას ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღების დირექტორებისთვის იმ ინსტრუქციების გაცნობა დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებების გახსნისთვის არის აუცილებელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრძელდება საკონკურსო განაცხადების მიღება თემაზე - „შშმ პირთა ისტორიები". კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შშმ პირებს, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარას, 17 კი თბილისს უკავშირდება.
გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილია, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.