9 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შემსუბუქებული.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კორონავირუსზე ტესტირება დაუყოვნებლივ, უფასოდ ჩაუტარდეთ.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გრძელდება კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეების შექმნა. ამ დროისთვის, ნუცუბიძის N179-ში პროექტი უკვე დასრულდა, ჭავჭავაძის N 83-ში კი - მიმდინარეობს.
ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახელებ რომელ რესტორანში, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერია მწერალ გიზო ნიშნიანიძის ქალაქური დოკუმენტური პოემის - „პაემანი ვერაზე“ მიხედვით შექმნილი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის -„თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად, ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. დღევანდელი 57 და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სკოლებთან მისასვლელი გზების, ტროტუარებისა და მიმდებარედ განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვა დაიწყო.
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შვიდ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსის, ზურაბ ნემსიწვერიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.