საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამსახურებრივი გულგრილობის და თაღლითობის ფაქტზე დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტურისტულ რეგიონებში მომატებული ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით შეეხება ზღვისპირა კურორტებს, კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება.
დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრშია შესაძლებელი, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის წესების ან სხვა ქალაქგეგმარებითი მიზეზების გამო, მიწის ნაკვეთების ზონირების ძველ სტატუსს ვერ დაიბრუნებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ადგილმონაცვლეობას შესთავაზებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ჩემთვის უდიდესი პატივია, დღეს, საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ, ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.
საქართველოში, თბილისის დროით 15:50 საათზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.