საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს მიმართონ.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ხაიშში, ლენჯერში, იფარში, ცაიში, უშგულში, მულახში, ნაკრაში, ჭუბერსა და ბეჩოში, სადაც საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული, დეზინფექცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ყველა შენობას, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის სექტორებსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების საგუშაგოებს, ასევე, სვანეთში განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება.
თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია ნათქვამი.
ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.