საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიები იყვნენ ჩართული.
„შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერის სტატუსი მიმზიდველი და პრივილეგია იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობაა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე,“ - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თანამოქალაქეების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც დღეს დედაქალაქში გასაკეთებელია, მიუხედავად სირთულისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე და საავტომობილო მოძრაობის ახალ სქემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან იმ ადამიანებს, ვისაც ახალი სამოძრაო სქემის ამოქმედების პირველ დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება მოუწია, ბოდიში მოუხადა.
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, საქართველოშიც კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევების რაოდენობამ შესამჩნევად იკლო.
საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტზე მეტია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.