ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბენაშვილის ქ. N7/14-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს.
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში, კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის განცხადებით, საქართველომ "შშმ პირთა უფლებების შესახებ" კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების რეალიზების მიმართულებით.
საქართველოში, პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის“ მოსამზადებელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE.GE) მიერ აკრედიტირებული პროგრამა შეიქმნა.
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღარში მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში დევნილების საცხოვრებელი ყველა ნგრევადი შენობა, რომელსაც ექსპეტიზის დასკვნის თანახმად მინიჭებული აქვს მეოთხე ან მესამე კატეგორია დაიხურება.
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.