კალაძემ ლაგუნა ვერე მუნიციპალიტეტს გადმოეცემაო. გამოდის, არ გადასცა იმ ბრძენმა კაცმა, თორემ როგორ გაყიდდა? - ამის შესახებ პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013 წ.) შესაბამისად, 2023 წლის 19 აგვისტოს გაიხსნება.
ონის მუნიციპალიტეტში მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ამ დროისთვის ნაპოვნია 22 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 11 პირთან დაკავშირებით გრძელდება - ამის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, - ამის შესახებ განცხადებას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმაზე გრძელდება. ადმინისტრაციის ორგანიზებით და Bloomberg-ის მოწვევით პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმყოფება.
“არაერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ მედიასაშუალებამ, შოვში მომხდარი ტარგედიის შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კვლავ დაიწყო პროექტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაცია. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო “, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, შოვის სტიქიის ზონიდან მედიასთან საუბრისას განაცხადა.
რაჭაში ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, ყველას, მთელს ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მისმა ოჯახმა შოვი სტიქიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო ვერტმფრენით დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.