კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისა და ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული.
შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი და 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალ დამცავ ბადეს მოაწყობს.
თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილებისდამტენების მონტაჟს განაგრძობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამჟამად ქალაქს 30 ელექტროდამტენი შეემატება.
ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურის ფარგლებში ინდოელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი და წყალტუბო მოინახულეს. მედიის წარმომადგენლები მესტიას ეწვევიან, დაათვალიერებენ ჰაწვალს, ლატალს, უშგულს. ტურის განმავლობაში ინდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს კულტურას, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო და გამაჯანსაღებელ კურორტებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ადგილზე რამდენიმე დღის დაგვიანებით, უპასუხა, რომ ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი და ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული არავინ არის.
მეორე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება.
თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა, – უთხრა რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩასულმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, იმყოფება. მან სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების მასშტაბებსა და ძებნის სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.