საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ ყველა ნაბიჯი იყო აუცილებლობა, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, გვეთქვა, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება აეყვანა კონტროლის ქვეშ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარდგენისას.
დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას.
რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 29 მაისიდან თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა 8 ივნისიდან განახლდება, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა, 20 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.