თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები დღეიდან იხსნება. აღნიშნულ დაწესებულებებს რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ.
„მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ სახსრები და საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება. ეს არის კომბინიზონი, ბახილები, სახის დამცავი ფარი და ასევე დამატებით ნიღბები. ეს ყველაფერი დარიგდა უკვე ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის კლინიკებში და ახლა უკვე ორშაბათიდან რიგდება კახეთის რეგიონის კლინიკებში", აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები მოიხსნა. გვიან ღამით საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მარნეულში არსებული სამივე საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი განახორციელა. მოიხსნა ღამის ძლიერი განათების სისტემა, სათვალთვალო კამერები და რკინა-ბეტონის ბარიერები, ასევე დაიშალა საველე სამედიცინო კარვები.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაასრულა მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია.
საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას.
წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გზის ახალი საფუძველი მზადდება, რის შემდეგაც, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად გზა 4 100 კვ. მ ფართობზე განახლდება.
საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: სხვადასხვა ორგანიზაციები და უწყებები, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება,, აღნიშნულ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.