თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
საქართველოში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი, StopCov.ge ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზები ამჯერად, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში მოირეცხა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
საბურთალოს რაიონში, პატარა დიღომში, მე-17 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად დიდი ინვესტიციის განხორციელებაა აუცილებელი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორი უფრო სწრაფად გახსნას.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, პაციენტები საკარანტინო სივრციდან არიან.
სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა მოიხსნა, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.