სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება. განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი, StopCov.ge ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, ამჯერად, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მასშტაბური მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.
დღეს გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დღედ 2020 წლის 18 მაისი დადგინდა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 18 მაისიდან 1499 პირს შეეხება.
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პოსტივის“ ეთერში.
როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
კორონავირუსის პანდემიის გამო, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პირველი ივნისის ნაცვლად, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2020 წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს აქვეყნებს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში მზადდება სამართლებრივი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების პროცესში წარმოსადგენი დოკუმენტები არსებითად გამარტივდება და მნიშვნელოვნად შემცირდება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.