შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ევროპის საბჭოს ოფისისგან უსასყიდლოდ გადაეცა 20 პულსოქსიმეტრი, 200 ლიტრი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, სამედიცინო ბახილები და ქუდები. აღნიშნული დახმარების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და დაკავებულ პირთათვის ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მედიასთან საპატრიარქოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე აუდიოჩანაწერის გასაჯაროების ფაქტს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორიაზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი, სადაც საცხოვრებელი კომპლექსები უნდა აშენებულიყო, დედაქალაქს დაუბრუნდა და იქ სპორტული კომპლექსი მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, „თბილისის ტაქსის“ მფლობელები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს და ყველა შესაბამის სამსახურს მადლობა გადაუხადა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 88 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.