საზოგადოება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყაროები ცნობილია.

სრულად...

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი) აცხადებს, რომ ძამას ხეობაში მიწები იმიტომ შეისყიდეს, რომ „უცხოტომელები შემოდიოდნენ და მათ უნდა ეყიდათ ეს მიწები და ჩვენ ეს სპეციალურად გავაკეთეთ, რომ ეკლესიას დარჩენოდა. ეკლესიის მიწა იგივე ერის მიწა არის. თუკი დაჭირდა ქვეყნას, ჩვენ ქვეყანას მივცემთ ამ მიწებს“.

სრულად...

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 მაისს, 06:00 საათიდან 12 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება დაიწყება.

სრულად...

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 288-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge აქვეყნებს.

სრულად...

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის პრივატიზაციის შედეგად, ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი კი 5 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება. ამასთან, მყიდველს ექნება, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის ვალდებულება სპორტული კომპლექსის მოსაწყობად.

სრულად...

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია, კორონავირუსი დაუდასტურდა.

სრულად...

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები, ე.წ. ვებინარები მიმდინარეობს.

სრულად...

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით.

სრულად...

11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი