საზოგადოება

„სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ (www.charte.ge) საშუალებით, 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად დაუფინანსა. ინფორმაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგებრდზე ვრცელდება.

სრულად...

საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე «Stop Covid» სტატია არაერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა. მსგავსი ტიპის აპლიკაციებზე ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთში მსგავსი აპლიკაციის გაშვება დაანონსდა.

სრულად...

რესპუბლიკური საავადმყოფო მედიკამენტ „პლაქვენილს“ მძიმე პაციენტებთან მიმართებაში იყენებს, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი რამდენიმე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა,  „პლაქვენილისგან“ გამოწვეულ გვერდით მოვლენები კი მათთან არ გამოვლენილა.

სრულად...

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

სრულად...

65 ათასიდან 100 ათას ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომპენსაცია ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად გაიცემა, - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მან განმარტა, რას გულისხმობს სოციალური დახმარების პაკეტი, ვინ არიან ბენეფიციარები და რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ ისინი.

სრულად...

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.

სრულად...

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება, თუმცა ახალი პრინციპით იმუშავებს, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

სრულად...

იმერეთის რეგიონში არსებული აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იწყებენ ფუნქციონირებას.  ვანის მუნიციპალიტეტში ბაზარი დღეს გაიხსნა, მომავალ კვირას გაიხსნება ბაზარი ბაღდათში, რაც შეეხება სამტრედიას, ქალაქში ბაზარი უკვე მუშაობს და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

სრულად...

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ხვალიდან ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა ნებადართული იქნება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი