საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, გზისმორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩატარდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რთულია კერძო პირებთან მომუშავე თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რა უნდა გააკეთონ კომპენსაციის მისაღებად იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულები არ არიან.
დღეიდან მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებითა და პირველადი, მათ შორის ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანია „ანაგმა“ (1000 ნობათი) და კომპანია „სეზანმა“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს.
მიმდინარე წლის 28 აპრილს, დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია “Georgian Airways”, რომელიც დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანების ტესტირება საქართველოში კორონავირუსის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორც თქვენთვის ცნობილია, 10 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტში და 13 აპრილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებდა სპეციალური მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად.
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.