თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ვლინდება იქ, სადაც 7-10 დღის წინ არ იყო დაცული რეკომენდაციები, მოხდა საფლავებზე გასვლა და სუფრებზე დღესასწაულის აღნიშვნაც დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის დაახლოებით 20 შემთხვევაა გამოვლენილი და ინფიცირებულთა შორის „ძალიან ბევრი“ მედპერსონალია.
„მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არ არის ამისი საშუალება“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი, 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 26 აპრილს ღამის 00:00 საათიდან, ისრაელში, ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება.
დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში სხვა სფეროებთან ერთად, სახელოვნებო მიმართულებაც დაზარალდა.
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მერიის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგების გამოცხადების შემდეგ, 60 000 აღსაზრდელისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები მშობლებს უკვე ორჯერ გადაეცა.
„რთული ვითარების მიუხედავად, დედაქალაქის მერია ცდილობს, არ შეჩერდეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.