საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდზე stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს დღევანდელი და სააღდგომო მსახურებისთვის ავტომანქანით გადაადგილების საშუალება ექნებათ.

სრულად...

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

სრულად...

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ კორონავირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარების გამო, საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყო.

სრულად...

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

+აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი+ - ამბობთ, რომ ომში ვართო! მაშინ, თუ ომში ვართ ერთად უნდა ვიყოთ - ერიც და ბერიც! მითუმეტეს, რომ სიკვდილის მომტანი მტერი უხილავი და ვერაგია! ჰოდა, ნაცვლად ერთობა-ერთიანობისა, რომელიც აუცილებელია ვირუსული ინფექციის დასამარცხებლად, რას ვხედავთ, ურთიერთდაპირისპირებას, ურთიერთბრალდებებ, თავად მრავალრიცხოვანი მორწმუნე (მცირედ) საზოგადოების შიგნით, აგრეთვე, ათეისტური (ანტიქრისტიანული) სხვადასხვა ჯგუფების თავდასხმას ხელისუფლების და ეკლესიის წინააღმდეგ! უნდა ვაღიაროთ, რომ კორონავირუსის ინფექციამ, გარდა ჯანდაცვის კუთხით, სხვადასხვა სახის კრიზისიც გამოიწვია საქართველოში (ეკონომიკური და სხვა), მათ შორის, ყველაზე მტკივნეული სწორედ სულიერი, მენტალური, რწმენის კრიზისია! დიახ, ეს ასეა და ამის შეფასებას და ჩემეული ხედვის წარმოჩენას ახლა არ ვაპირებ, რადგან იმდენად დიდი თემაა, რომ ვრცლად მომიწევს ამის გაკეთება...

სრულად...

ჩვენს ცენტრში 39 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი, 6 წლის ბავშვი, - განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

სრულად...

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობას საგანგებოდ მიმართავს. ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამანს დაუდდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 77 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი