საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, მანამდე კი ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა გაგრძელდება.
ქვეყანაში კორონავირუსის მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც თენგიზ ცერცვაძეა, - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებულ კრიტიკას.
მარტში კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის საკმაოდ კარგი აქტივობა იყო, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
ტელევიზიებიდან ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, თუ კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა.
დღეს, 21 აპრილს, განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი-თბილისის მიმართულებით.
მინდა, ვუთხრა ყველას, ერს, ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, დგება მომენტი, როცა ერთად უნდა გადავრჩეთ, ქილიკის დრო არ არის, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
როგორც საზოგადოებამ იცის,საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი,80 პროცენტი,თუ მეტი არა,არის ფოკუსირებული ჩვენი მოქალაქეების ბედზე, ზრუნვაზე და მათ ეტაპობრივ დაბრუნებაზე საქართველოში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა,დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამანს დაუდდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 95 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.