ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათ შორის 73 წლის მამაკაცი, რომელსაც თანმხლები სიმსივნური დაავადება ჰქონდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს მხარი დაუჭირა. მან აღნიშნულის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ექიმების თავდაუზოგავმა შრომისა და მთავრობის დროული და ეფექტური ნაბიჯებით საქართველოში კორონავირუსით შექმნილი ვითარების მაქსიმალური გაკონტროლება შესაძლებელი გახდა.
ეს ერთი თვე ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, ლეგიტიმური მიზეზის გამო, მაგრამ აბსურდული შეზღუდვები. ცოლ-ქმარს აჯარიმებდნენ ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და რელიგიურ ფანატიკოსებს აძლევდნენ საშუალებას, რომ მაღალი რისკები შეექმნათ საკუთარი თავისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის. როცა გაუგებარი იყო, რატომ ხურავდნენ ერთ ბიზნესს და მეორეს არა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 98 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
სახელმწიფოს შეუძლია 1200-დან 1600-მდე პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა გაუწიოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში გარკვევით წერია, რომ პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოს უსიმპტომო ავადმყოფებს.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დუბაიდან Fly Dubai-ს პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 118 მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელებას ხელი მოაწერა. ამით მან მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.