საზოგადოება

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა და პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელების გახსნა დაიწყო. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა.

სრულად...

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით ნელი სვლით დაიძრა.

სრულად...

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

სრულად...

დედაქალაქს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. 230 აღსაზრდელზე გათვლილი N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა. 

სრულად...

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 19 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სრულად...

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცეტრის 14-ივე რაიონული სამსახურის ექიმები და მძღოლები, ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლები ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ სოფელ ორჭოსანთან უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილი მისწერა, რომელშიც ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და „ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო“.

სრულად...

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

სრულად...

ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემი ექიმია. ორ სხვა ტრამვატოლოგ ექიმთან ერთად მან გამიკეთა ოპერაცია, რომელმაც გადამარჩინა მინიმუმ დახეიბრებას და შესაძლოა სიცოცხლეც კი შემინარჩუნა. და რაც მთავარია, ვაჟა გმირია, თანამედროვე ცოტნე დადიანია“, წერს სოციალურ ქსელში მამუკა კუდავა, 2007-2012 წწ.-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში.

სრულად...

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში, აკაკი წერეთლის გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი