თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ოთხ მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. მიმდინარე წელს სტადიონები კეთილმოეწყო წყნეთში ჯავახიშვილის N1-ში და ამილახვრის N21-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსთან და ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ.
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, ოთხ სხვადასხვა მისამართზე - მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე განხორციელდა, სადაც ჯამში 220 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.
კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა უნდა გაიმართოს, სპეცრაზმი გამოჩნდა.
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქალაქ დუშეთში 8 ნოემბერს 70-ე საზოგადოებრივი ცენტრი და ქორწინების სივრცე საზეიმოდ გახსნა. იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დუშეთში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურის საბჭოთა ინფრასტრუქტურა ამჯერად ჩაანაცვლა თანამედროვე, ევროპული ტიპის შენობამ − საზოგადოებრივმა ცენტრმა.
„ვერის ბაღში“ რამდენიმე ულტრანაციონალისტური მოძრაობის, მათ შორის „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“, „ქართული არსის“ წარმომადგენლები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები არიან შეკრებილები.
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე წლისთავს აღნიშნავენ. ილიას ტბაზე მოწყობილ საფესტივალო ქალაქში სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს.
კინოთეატრებთან, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. მათ მასპინძლობა თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. ადამ კინზინგერი და ალექსანდერ მუნი ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ, მადლობა გადაუხადეს და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.