საბურთალოს რაიონში ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი (ე.წ „წითელი ბაღი“) საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამეფო უბნის თეატრში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები 2016 წლიდან გადატანილია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაცულ ფონდში, მერიის კულტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე და დალუქულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად.
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ფიჭვების დაავადებისა და მავნებლების აღმოსაფხვრელად ბრძოლას განაგრძობს, რაც ხე-მცენარეების წამლობას და ფოტო-სანიტარიულ ჭრას გულისხმობს.
ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, ე.წ. წითელი ბაღი დღეს საზეიმოდ გაიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონებს შეისყიდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის 40 საზაფხულო საბავშვო ბაღში ორიდან ექვს წლამდე ასაკის 13 ათასი ბავშვისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.