ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. პროექტების განხორციელება სხვადასხვა უბანში გამგეობის მიერ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პარალელურად დაიწყო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ხიდის აღდგენის სამუშაოების ხანგრძლივობა, ხელშეკრულების მიხედვით, ხუთი თვით იყო განსაზღვრული, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა.
მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი III მოსმენით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რაც მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას, ნაცვლად 5 ლარისა, 20 ლარით ითვალისწინებს. ამავე კანონპროქტის მიხედვით, საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით განისაზღვრება (ნაცვლად 50 ლარისა).
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 37% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ბიძის, თემურ ალასანიას სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ქეთინო ალასანიას „ფეისბუქის“ გვერდზე არის განთავსებული. მასში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფლორიდის ბინამ, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ შევიძინე ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ“.
24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.