თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ბოჭორნაში ცოტა ხნის წინ მოხდა.
თბილისის მერი დავით ნარმანია დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, GWP-ს ოპერაციული მართვის დირექტორთან მამუკა კიკალიშვილთან და საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, მიხეილ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "BLACK SEA ARENA"-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ივანიშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. ივანიშვილი კონცერტზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს „ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციების გამართვისგან.
სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს „სნო“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ პატრიარქისგან ისწავლეს „ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, რწმენა ფანატიზმის გარეშე“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მის მშობლიურ სოფელ „სნოში“, სადაც 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა, განაცხადა, რომ აღნიშნული სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ „ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება“.
სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნისას გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო, განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ „უამრავ ქარტეხილში ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი“.
თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ბიზნესმენმა თამაზ სომხიშვილმა მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი პირადად გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.