ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი თბილისის სამთავრობო აეროპორტში ჩამოასვენეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს.
უბედური შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. მდინარე სუფსაში 2 არასრულწლოვანი გოგონა დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ ძიმითის მიმდებარედ, შაბათ საღამოს მოხდა. მოზარდები, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში, მალტეპეს ციხეში მოშიმშილე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისს ხვალიდან დასუფთავებისათვის განკუთვნილი ახალი სპეციალური ტექნიკა მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფმა“ 29 ერთეული ნაგავმზიდი მანქანა 2017 წლის დასაწყისში შეიძინა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად განხორციელდა.
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს. გაურკვეველი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით მოთავსებული ექვსივე ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერიის ცნობით, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩადო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.