ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი დღეს მამა რევაზ სიხარულიძემ მოინახულა. როგორც მან სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაკავებული დეკანოზისგან აღსარება ჩაიბარა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში წარადგინა. მერმა საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერიის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მამა რევაზ სიხარულიძე შევიდა. იგი ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულისგან აღსარებას ჩაიბარებს.
Educare Georgia-ს დირექტორმა, გიორგი ჯიბლაძემ და „ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა, დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემურანდუმს მოაწერეს ხელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა.
მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში გამგზავრების და იქ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ უფლება გადაკვეთონ ისრაელის სახელმწიფოს საზღვარი და უწევთ სამშობლოში უკან დაბრუნება.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანის და ნამდვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, აღნიშნული საქართველოს პრემიერ მინისტრის სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.