შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
კახეთის მხარეში, სოფელ წინანდალში, პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI+ 4 EaP) ფარგლებში ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
თბილისში ბიზნესმენის, ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი და კიდევ ერთი პირი დაჭრეს. დაჭრილები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დაიწყო პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგა.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.
უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოს მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, წყალტუბოში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის სახლის წყალტუბოს ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეუდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.