დღეს, 4 აგვისტოს, 2020 წლის საგამოცდო პროცესი საერთო სამაგისტრო გამოცდებით დასრულდა. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა.
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის რეგიონულმა ლაბორატორიებმა ქალაქ ბათუმში, ქალაქ ახალციხესა და ქალაქ გორში წარმატებით გაიარეს საერთაშორისო სტანდარტის - ISO17025:2017-ის მოთხოვნების შესაბამისობის აკრედიტაციის შეფასების პროცესი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, საქართველოშიც კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევების რაოდენობამ შესამჩნევად იკლო.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.001 პუნქტით გაუფასურდა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კობა კობალაძის თავმჯდომარეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.