ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყო. პროცესს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაესწრო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 28 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი ათენიდან, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 171 თანამემამულე.
საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წევრებს, მათივე თხოვნით, კიდევ ერთხელ შეხვდა, სადაც იმსჯელეს საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, რომლებიც მსოფლიო პანდემიამ მოიტანა.
„Covid-19-ის წინააღმდეგ ბძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“ - ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს. გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიღწეული წარმატებით დაინტერესდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გაუფასურდა.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მომავალ არჩევნებზე და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის (იუნისეფი) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი იუნისეფის მხარდაჭერით „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, კობა კობალაძესთან თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.