ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ხანიშვილმა და ხატია წილოსანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად გახსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვა დასრულდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება- დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიას, რომელსაც მუხიანის მე-4 მიკრო რაიონში დაახლოებით 1 000 კვ.მ.-ის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის ტენდერი ჰქონდა მოგებული, სამუშაოები ამ დრომდე არ აქვს შესრულებული და აღნიშნულ სივრცეში „აბსოლუტურად კატასტროფული მდგომარეობაა“.
თბილისის მერია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.
„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ განმტკიცება.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველო შეყვანილი იქნა იმ ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირი პირველ ეტაპზე გახსნის დაკეტილ საზღვრებს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge აქვეყნებს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახური მთაწმინდის რაიონში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემას მოაწყობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.