საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ახალდანიშნულ ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მარეკ შჩიგელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0104 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასატარებელი რეფორმების შესახებ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში ისაუბრა.
დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მთავრობა პარლამენტს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივით მიმართავს, - ცვლილებები, პრემიერ-მინისტრის დაპირების შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წარადგინა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებაზე ისაუბრა.
გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი საქართველოს 15 ქვეყანას შორის ასახელებს, რომლებზეც საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.
საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოხატა, რომ ქვეყანაში კონკურენტული არჩევნები ჩატარდება.
გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 1-ლი ივლისიდან პოლიციელებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალურ აგენტებს ხელფასები გაეზარდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.