დღეიდან სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს.
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ქართველ სამხედროებს მიმართა.
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს.
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა ოფიციალურად გადააბარა.
დღეიდან, პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება და 250 ლარი ხდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაზრდილი პენსიით ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავს და საქართველოს მოქალაქე პენსიონერების პრობლემების დარეგულირებაში ჩართვას სთხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესი. 2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.