GUARDIAN.GE - მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ და გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს რუსულ კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებაში და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით გველაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა მიიღო. მან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობაზე.
GUARDIAN.GE - მაშველები ისევ ეძებენ თურქეთში ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ორი ახალი მიწისძვრა მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. 6.4 და 5.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, სადაც 6 თებერვალს, რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარმა ორმა მძლავრმა მიწისძვრამ თურქეთის და სირიის ნაწილი გაანადგურა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ „თავისუფლება ფასდაუდებელია და ღირს ბრძოლა“.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც ქართული სამაშველო ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად აწარმოებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.
29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას, პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.