საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge ავრცელებს.
დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია. ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს, - კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.
1-ლი ივნისიდან იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებლებს 09:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იუსტიციის სახლის ყველა პროდუქტი, მათ შორის, სერვისები დაჩქარებული წესით, მათთვის მოსახერხებელ დროს მიიღონ.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა. ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0589 პუნქტით გამყარდა.
მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
„ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.