დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდგომ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია, ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის.
დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
„პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა შემოსავლების გარეშე დარჩა, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ხელისუფლების, მისი ყველა ორგანოს აქტიური მხარდაჭერა ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ მცხეთის მერია ხელს უშლის მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებულ გარე ვაჭრობას, სადაც 100-მდე ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დილიდან 47 პირია მოთავსებული. მათ კორონავირუსზე გამოიკვლევენ. პასუხები საღამოს გახდება ცნობილი. კლინიკებს პაციენტებმა რესპირატორული ჩივილებით მიმართეს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან, რვა კი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დღეიდან საქართველოს მასშტაბით „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.
სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდ. ამის შესახებ თავად ფაშინიანმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.