პანდემიის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ განიხილეს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 23 მაისიდან გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათიც.

სრულად...

გუშინ თბილისი-რომის სპეციალური რეისით ხუთი მეზღვაური გაფრინდა, საქართველოში კი „კოლუმბია შიფ მენეჯმენტის“, „ელ-ვიქტორიისა“ და ლატვიის სანაოსნო კომპანიაში დასაქმებული 16 მეზღვაური დაბრუნდა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სრულად...

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას  მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ იმ დღეს შეიტყო, როდესაც ამის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ უგულავას და ოქრუაშვილის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.

სრულად...

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.

სრულად...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა დადასტურებულმა შემთხვევამ 728 შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უკვე 509-ს შეადგენს.

სრულად...

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრის განცხადებას სომხური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მაისიდან, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა. თუმცა, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი