102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის; საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ,  26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.

სრულად...

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა  მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.

სრულად...

2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ჩაიდინა, დღემდე არ გაუთავისებია რამხელა დანაშაული ჩაიდინა, ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

სრულად...

ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია, დავიკავოთ, ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სრულად...

მთავრობის მეთაური გიორგი გახარია 26 მაისს ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სრულად...

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, - აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს შედგა. შეთანხმების თანახმად, მომდევნო თვეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

სრულად...

მსოფლიოში უმსხვილესი საძიებო სისტემა „გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი