საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ბერლინი თბილისის მიმართულებით.
„დღეს ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამოცდამეთხუთმეტე წლისთავს აღვნიშნავთ - ომის, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიმბოლურია, რომ სწორედ ომის ფერფლზე აღმოცენდა გაერო - ორგანიზაცია, რომლის წესდებაც საერთაშორისო ურთიერთობათა მშვიდობიანად წარმართვას, ძალის გამოყენების აკრძალვასა და მომავალში არაადამიანური სისასტიკეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ონლაინ-სხდომაზე, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს მიეძღვნა.
ყველა ადამიანს, რომელიც გამომწვევად ამბობს, რომ არ დაემორჩილება კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარკვეული ძალების მხრიდან დღეს დაანონსებულ აქციას ეხებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან გიორგი ვოლსკისთან, ირაკლი სესიაშვილთან და კობა კობალაძესთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ევროპა, ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციის გაცვლის და კიდევ ბევრი მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შეწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით და ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.