საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა აღნიშნული უწყების სისტემაში შემავალი სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებთან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე ჩატარდა.
მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, რომელიც ქვეყნის ლოგისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს, - ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და 9 თვეში დასრულდება.
პანდემიის მართვისთვის, სამინისტროში ექიმების, ექთნების, ექთნის თანაშემწეებისა და სანიტრების სარეზერვო სიის ფორმირება მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში და ეს არის ქართული დემოკრატიის მიღწევა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა, როგორც ფასილიტატორებმა, პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.
ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანონ პრეზიდენტმა და სხვა თავდამსხმელებმა, - განაცხადა უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ღამის მთავარში“ საუბრისას.
თბილისის საჯარო ბაღებში დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტის მესამე ეტაპი სრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.