შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, გარკვეული პერიოდით სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სრულად...

სამწუხაროდ, ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება როდის იქნება გავრცელების პიკი, ამიტომ მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ, 15 აპრილიდან, 21 საათიდან, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში, ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი, - განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

სრულად...

17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სრულად...

პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფოთსა და ოზურგეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი 4 პირი: 1989 წელს დაბადებულ ვ. კ., 1991 წელს დაბადებული ლ. ქ., 1985 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1985 წელს დაბადებული ზ. მ.

სრულად...

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სრულად...

დღეს, 14 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.

სრულად...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს გადასცემს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი