„ჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ და აღვასრულებთ მთავრობის გადაწყვეტილებებს პოლიციასთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას და ეპიდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონიძიებები დავგეგმე, რომელიც ჩემ გუნდთან ერთად წამოვიწყე და მას წარმატებით მივყვები", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.
30 საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, ზომიერი მატებით ქვეყანაში რყევები არ გვექნება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელიც ეკლესიაში სანთლებს ყიდდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 336-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიცპირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო,ამჯერად, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილზე ჩატარდა.
გერმანელი მეცნიერები ჩვეული აკურატულობით, სიზუსტით, მეცნიერულად, ფუნდამენტურად, ემოციების გარეშე "ანგრევენ" ეპიდემიის მედია-მითს. გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF -ზე ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ჰენდრიკ შტრიკის (Prof. Hendrik Streeck) კვალდაკვალ გამოდის ჰამბურგის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორი, პათოლოგანატომი პროფესორი კლაუს პოიშელი (Prof. Klaus Peuschel) და ისინი აცხადებენ:
განვიხილავთ ორ ცუდ მაგალითს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი 4 000-ზე მეტი, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში და მოუწოდა საზოგადოებას იმის გათავისებისკენ, რომ „დისტანცირება ოჯახშიც კია საჭირო, არათუ გარეთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.