ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია დაუდასტურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლის შვილს, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 198 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. გრუნტის დამჭერი კედელი ამჯერად, ოქროყანაში, ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 21 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო, რომელმაც გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა.
ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება, – აღნიშნულის შესახებ „პირველ არხს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ - დარჩით სახლში, - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საზოგადოებას მიმართავს.
გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.